logo
ENG



კაცმა მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი სანადირო თოფით მოკლა

23 დეკ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში კაცმა მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი სანადირო თოფით მოკლა.

უწყების ცნობით, მკვლელობა წარსულში არსებული უთანხმოების გამო მოხდა. მათივე ინფორმაციით, კაცი დაკავებულია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა