logo
ENG



კაცს, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა

10 აგვ 202008:58
3 წუთის საკითხავი
 

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფიცირებული კახეთში, გურჯაანის სოფელ ვეჯინში იმყოფებოდა. ინფორმაციას გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 27 წლის კაცს ვირუსზე ტესტი რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. ამასთან, ცნობილია, რომ ინფიცირებული ოჯახში 5 დღის წინ იმყოფებოდა და კონტაქტები უკვე სრულადაა დადგენილი.

ამ ეტაპზე, უცნობია, სად მოხდა ახალგაზრდა კაცის დაინფიცირება. იგი ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ კლინიკაშია გადმოყვანილი. 


close დახურვა