logo
ENG



კაჭკაჭიშვილი: მელაშვილი მოქმედებდა 1995 წლიდან საქართველოს პოზიციის შესაბამისად

30 იან 202117:40
3 წუთის საკითხავი
 
კაჭკაჭიშვილი: მელაშვილი მოქმედებდა 1995 წლიდან საქართველოს პოზიციის შესაბამისად

​სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი დავითგარეჯის და კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ივერი მელაშვილი და საზღვრის დამდგენი საექსპერტო კომისია მოქმედებდა საქართველოს სახელმწიფოს პოზიციის შესაბამისად, რომელიც ქვეყანამ 1995 წლიდან აირჩია. 

კაჭკაჭიშვილი წერს: 

"დავშალოთ დავითგარეჯის გარშემო ატეხილი სკანდალი მარტივ შეკითხვებად და თითოეულ მარტივ, მაგრამ არსებით შეკითხვას ვუპასუხოთ:

1. არის თუ არა დავითგარეჯის კომპლექსი საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი?

- დიახ, არის.

2. არის თუ არა (დღესდღეობით და 1924 წლიდან მოყოლებული) დავით გარეჯას კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული (ანუ, აზერბაიჯანის იურისდიქციის ქვეშ) - ჩიჩხიტურისა და ბერთუბნის მონასტრების ჩათვლით?

- დიახ, ჩიჩხიტური ნაწილობრივ, ბერთუბანი - სრულად.

3. არის თუ არა დავითგარეჯას კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხვდება, სადავო ტერიტორია (ანუ, მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი), თუ მას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც, მაგალითად, საინგილოს (ისტორიული ჰერეთის) ძეგლებს იმავე აზერბაიჯანში?

- დიახ, მოლაპარაკებების საგანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

4. თვლის თუ არა აზერბაიჯანი (ცხადია, შეცდომით), რომ ბერთუბანი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და არა საქართველოსი?

- დიახ, თვლის.

5. 1937-38 წელს გამოცემული 200 000-იანი მასშტაბის რუკით (რაც ვითომ გადამალული იყო და რითიც აპელირებს გამოძიება), ხვდება თუ არა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები, კერძოდ, ჩიჩხიტური და ბერთუბანი, საქართველოს საზღვრებში?

- ჩიჩხიტური კი, ბერთუბანი - არა.

6. დათმობს თუ არა აზერბაიჯანი მის ტერიტორიაზე მოქცეულ ქართულ ძეგლებს ნებისმიერ შემთხვევაში?

- არა, არ დათმობს (ამას მოწმობს ათეული წლობით გაწელილი მოლაპარაკებები).

7. არის თუ არა გამოსავალი ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანს შესთავაზოს ტერიტორიების გაცვლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეული ქართული ძეგლების სანაცვლოდ?

- დიახ, არის.

8. მოქმედებდა თუ არა საექსპერტო კომისია, ივერი მელაშვილის ხელმძღვანელობით, იმ მიმართულებით, რომ გარეჯას კომპლექსი სრულად მოქცეულიყო საქართველოს შემადგენლობაში ტერიტორიის გაცვლის (ე.წ. „მოცვის“) საფუძველზე.?

- დიახ, ეს იყო საქართველოს პოზიცია 1995 წლიდან.

მორჩა, წერტილი". - წერს კაჭკაჭიშვილი. 


close დახურვა