გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.