logo
ENG



კახა კალაძე: ერთი სკამისთვის 12 000 ლარი ადეკვატურია

27 დეკ 201918:57
3 წუთის საკითხავი
 
llq2h6yjx2ad8xn.jpg

„სკამისთვის 12 000 ლარი ადეკვატურია,“ - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, მათთვის ხარისხი მნიშვნელოვანია და უნდათ, რომ ყველაფერი ევროპული ხარისხის და მაღალი დონის იყოს.

„სკამისთვის 12 000 ლარი ადეკვატურია. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ხარისხზე. თუ რომელიმე სხვა ქართული კომპანიები ან სხვადასხვა უცხოური კომპანიები დაექვემდებარებიან ან წარმოადგენენ იმ ხარისხს, რომელიც არის ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი მივესალმებით. ერთი მარტივი შეკითხვა მინდა დაგისვათ. არ ვიცი იცით თუ არა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა ახორციელებდნენ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას, თუ გაქვთ ინფორმაცია ერთი განათების ბოძი რა დაუჯდა მაშინ განვითარების ფონდს, რომლის საბუთებიც ყველაფერი გამქრალია 2014 წლამდე? ეს დაჯდა დაახლოებით 18 000 ლარამდე. მე არ ვამართლებ სკამის მაღალ ფასს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხარისხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გვინდა, რომ ყველაფერი იყოს ევროპული ხარისხის და მაღალი დონის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიას ჭავჭავაძის გამზირისთვის იტალიიდან ქვის სკამები მოაქვს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომლის ვადა 21 იანვარს იწურება.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან მილანურ კომპანიას 1 800 000 ლარს 155 ქვის სკამში გადაუხდიან. შესაბამისად, ერთი ქვის სკამის ფასი დაახლოებით 12 000 ლარია.


close დახურვა