„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხს ეხმაურება. როგორც კალაძემ აღნიშნა, ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს და ყველა შესაბამისი უწყება მის გასათავისუფლებად მუშაობს.
"ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერ ტრიბუნა, რათა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა, ჩვენს მეგობარს, პროფესიონალ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც დაკავებულია ოკუპანტების მიერ. ყველას ვალია საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა. როგორც ჟურნალისტი ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი. ყველა შესაბამის უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ მისი გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხდეს. რაც შეეხება თავად ექიმს, ის კარგად გრძნობს თავს, არანაირი პრობლემა არ აქვს, ფიზიკურად არის ნორმალურად. ჩვენი სამინისტროები ყველაფერს აკეთებენ მის გასათავისუფლებლად", - განაცხადა კახა კალაძემ.