logo
ENG



კახა კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირება შემდეგ ეტაპზე ვაკის რაიონში ამოქმედება

30 სექ 202011:39
3 წუთის საკითხავი
 
9jq7lh1e9w4r1ae.jpg

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შემდეგ ეტაპზე ვაკეში, კერძოდ აბაშიძის, ფალიაშვილის და ჭავჭავაძის ყველა მკვეთ ქუჩაზე ამოქმედება.

მისივე განცხადებით, 20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაციის მიღება და საკუთარი ავტომობილის რეგისტრაციის საშუალება ექნებათ, რათა პარკირების გადასახადი არ გადაიხადონ. 

"პეკინზე და მიმდებარე ქუჩებზე უკვე ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მოახდინონ თავიანთი ავტომობილების რეგისტრაცია, რათა მათთვის პარკირება უფასო იყოს. პარკირების მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულია სპეციალური ჯიხურები, რომლებიც ამ კონკრეტულ ლოკაციებზე 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული. 

შემდეგ ეტაპზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაკეში: აბაშიძის, ფალიაშვილის და ჭავჭავაძის ყველა მკვეთ ქუჩაზე განხორციელდება. 20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება მიიღოს სრული ინფორმაცია, და მოახდინონ თავიანთი ავტომობილის რეგისტრაცია. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება იქნება უფასო. დანარჩენ შემთხვევაში 1 საათის ღირებულება - 1 ლარი იქნება", - განაცხადა თბილისის მერმა.


close დახურვა