logo
ENG



კახა კალაძე: პირბადის გარეშე ტრანსპორტი არ დაიძრება

28 მაი 202023:09
3 წუთის საკითხავი
 
cu2l3f8f0fxnbm7.png

დედაქალაქის მერის თქმით, მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე არ დაიშვება. ასეთ შემთხვევაში "ტრანსპორტი არ დაიძრება". ამის შესახებ თბილისის მერმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობაზიდან, ფეისბუქლაივში ისაუბრა.

მისივე თქმით, ავტობუსებს დეზინფექცია უტარდებათ და მიმდინარეობს ხვალინდელი დღისთვის მზადება. ცნობილია ისიც, რომ ავტობუსის წინა კარი იქნება დაკეტილი. დიდ ავტობუსებში მხოლოდ ორი კარი გაიღება, პატარაში — ერთი.

"ნუ ჩავაყენებთ სხვა მგზავრებს უხერხულ მდგომარეობაში და კიდევ ერთხელ მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა, როგორც პანდემიასთან ბრძოლაში მაქსიმალურად ვიცავდით რეკომენდაციებს, ზუსტად ისე", — ამბობს კახა კალაძე.

 


close დახურვა