დედაქალაქის მერის თქმით, ყოველდღიურად თბილისსა და რუსთავს შორის 30 ათასი მოქალაქე გადაადგილდება, ამიტომ ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება აუცილებელია. ამის შესახებ კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ძალიან მალე წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი გეგმა, წერტილები, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით და პირიქით. თბილისი-რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს საზოგაოდოებრივი ტრანსპორტი",-განაცხადა კახა კალაძემ.