logo
ENG



კახა კალაძე ადასტურებს მაჟორიტარების მხრიდან მუქარას

08 დეკ 201911:44
3 წუთის საკითხავი
 
i0mbp102qcz9wef.jpg

დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ადასტურებს, რომ იმ მაჟორიტარების მხრიდან, რომლებიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ, უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით გარვეული მუქარები იყო. მისივე თქმით, მმართველ გუნდში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას.

„მუქარები იყო გაჟღერებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. მიმდინარეობს შეხვედრები, მიმდინარეობს კონსულტაციები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე უმრავლესობის ბოლო შეხვედრას არ ვესწრებოდი გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა გეტყვით, რომ არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ძალიან კატეგორიულია", - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ მაჟორიტართა გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძემაც, გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საარჩევნო სისტემა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეს. 

 


close დახურვა