logo
ENG



კახა კალაძე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ ჩატანის სამუშაოებს დაესწრო

29 ოქტ 201917:27
3 წუთის საკითხავი
 
dsdj1tjahbmk7ht.png

კახა კალაძე საბურთალოს რაიონში საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ ჩატანის სამუშაოებს დაესწრო. პროექტის მიხედვით, ცინცაძის, ტაშკენტის, დავითაშვილისა და წულუკიძის ქუჩების გავლით ეწყობა ახალი საკაბელო ხაზი და ხორციელდება არსებული საჰაერო ხაზებისა და მათი ანძების დემონტაჟი. საერთო ჯამში, მიწის ქვეშ დაიგება 16 კმ კაბელი.

„ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ არის ჩატანილი და ეს ანძები, რომლებიც ქუჩის შუა ნაწილში იყო განთავსებული, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ერთი ის, რომ გადამცემი ხაზები ერთმანეთს ბოძებით უკავშირდებოდეს იქ, სადაც საცხოვრებელი კორპუსებია, არ არის კარგი და ვიზუალურადაც ძალიან ცუდი იყო ეს ყველაფერი“ - აცხადებს კახი კალაძე.

„თელასი“ სამუშაოებს ნოემბერში დაასრულებს.


close დახურვა