logo
ENG



კახა კალაძემ, მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიას, ტრანსპორტის სასწრაფოდ ჩანაცვლება დაავალა

27 ნოე 201912:38
3 წუთის საკითხავი
 
fvmgyf07ebbuok9.jpg

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიას, ტრანსპორტის სასწრაფოდ ჩანაცვლების დავალება მისცა.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიკროავტობუსების მდგომარეობა ძალიან ცუდია და წლობით ლოდინი მათ ჩასანაცვლებლად, არ შეიძლება.

„ჩემთვის მიუღებელია მიკროავტობუსების ამ მდგომარეობაში ყოფნა, მაშინ როცა დაწყებული გვაქვს ავტობუსების სრული ჩანაცვლება. ზოგ მიკროავტობუსს ძირი აქვს გავარდნილი, ამიტომ არ ვაპირებთ ველოდოდთ წლები როდის მოხდება მათი ჩანაცვლება. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ორ კვირაში აქტიური კომუნიკაცია დამყარდეს შესაბამის კომპანიასთან," - განაცხადა კალაძემ.

ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, კომპანია ფინანსურ პრობლემაზე საუბრობს და მათთან კომუნიკაცია აუცილებლად შედგება. დღესვე, თბილისის მერმა 2020 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი მიმართულებები ქალაქის ინფრასტურქტურული და ჯანდაცვისა და სოციალური პროექტები იქნება.

კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ 20 მილიონის ფარგლებში იქნება, რომელიც მილიარდ 300 მილიონამდე გაიზრდება, ანგარიშზე დარჩენილი თანხებისა და პროექტებისთვის გათვალისწინებული ფულის ხარჯზე. დოკუმენტი უახლოეს დღეებში დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.

 


close დახურვა