logo
ENG



კახა კუჭავა: ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან პლანეტაზე

28 ნოე 202115:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/28/99f9x1axxqirt6r.jpg
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ პოლარიზაცია განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა საზოგადოებაში და საქართველო არ არის გამონაკლისი.

"მაშინროდესაც ჩვენ ამბიციურ სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთარ უნდა დაგვავიწყდესრომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანანძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებსაუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემაჩვენ შეიძლება ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზეეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაარაც დემოკრატიას ამოძრავებს, თუმცაგასული ათწლეულის მანძილზე პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით

კოვიდ-19 ვირუსის პანდემიამ კიდევ უფრო მეტად მოახდინა გავლენა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზევირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას", - ამბობს კახა კუჭავა

კუჭავას თქმით, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან პლანეტაზე.

"ჩვენ გაგვიმართლარომ ვცხოვრობთ სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან პლანეტაზეთუმცამომავალი თაობებიც იგივეს იმსახურებენკლიმატური ცვლილებები ყველა ჩვენგანზე უარყოფით გავლენას ახდენს იმის მიუხედავადთუ მსოფლიოს რომელ წერტილში ვცხოვრობთჩვენი შვილებისთვის ჯანსაღი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფადსაჭიროა ქმედებასაჭიროა ახლავე მოქმედებაპარლამენტებს შეუძლიათ და უნდა გაუძღვენ კიდეც ამ პროცესს ვითარების არსებითად გასაუმჯობესებლად" - ამბობს ის

გარდა ამისა, კახა კუჭავამ ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე, მედიისა და პოლიტიკოსების როლზე დემოკრატიისკენ სწრაფვის პროცესში, რაც მისი თქმით, საქართველოს 2024 წელს ხელს შეუწყობს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

ასევე, კუჭავა მიიჩნევს, რომ მან საქართველოს პარლამენტში კონსტრუქციული დიალოგები პრიორიტეტად აქცია.


close დახურვა