პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავარი საკითხი ქვეყნის სიმბოლიკის, დროშისა და გერბის დაცვას შეეხებოდა, კერძოდ, 6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხევას.
დეპუტატი პაატა მანჯგალაძის თქმით, კუჭავასთან დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელეს.
"კანონპროექტთან დაკავშირებით გუშინ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ დროშასთან დაკავშირებით მკაცრდებოდა სანქციები. ასევე, არ არსებობდა ჩანაწერი ევროკავშირის დროშის დახევასთან დაკავშირებით. ახლა არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და საუბარი იყო, ხომ არ გამკაცრებულიყო და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყოფილიყო დროშის დაწვასთან დაკავშირებით", - თქვა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, 5-6 ივლისის მოვლენების დროს ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს და დაწვეს.