![pm1gron8c7x90ih.jpg](/uploads_script3/news/pm1gron8c7x90ih.jpg)
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა. კაცი ადგილზე დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.