კახეთში, შუამთის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 1 ადამიანი, რომელიც კლინიკაში სხეულის 60%-იანი დამწვრობით გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი კოტეჯში გაჩნდა, სადაც იმ დროს 4 ადამიანი იმყოფებოდა. 2 მათგანი ადგილზე დაიღუპა, 1 დაშავდა, 1-მა კი ხანძარს თავი უვნებლად დააღწია.
გავრცელებული ცნობებით, დაღუპული 2 კაცი ქართლიდანაა და შუამთაში არსებულ ერთ-ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.