logo
ENG



კახეთში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 ბავშვი კი დაშავდა

11 აპრ 202119:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/11/o141ly5y3stxds4.jpeg

კახეთში, გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 ბავშვი კი დაშავდა. არასრულწლოვნები ერთერთი გარდაცვლილის შვილები არიან.

სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო მეორე მანქანის მძღოლმა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა