კახეთში, ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „ფორმულას“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.