კახეთში სახელოსნოში კაცს მოწყობილობაზე მდგარი ავტომობილი დაეცა - ხელოსანი გარდაიცვალა. ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა.
ხელოსანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტს ოპერაციაც ჩაუტარეს, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.