კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს მოხუცი ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი სახლში გაჩნდა, სადაც ქალი მარტო ცხოვრობდა. როგორც „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ხანძარს ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აქრობდა. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.