logo
ENG



კახიანი რურუას საქმეზე: სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებელია

18 მაი 202014:42
3 წუთის საკითხავი
 

„მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებაშიც“ გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია.

„რამდენადაც ცნობილია,  ამ ეტაპზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია, განაჩენი გიორგი რურუას მიმართ არ დამდგარა. საუბარი იყო მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით ისეც დატოვა პატიმრობა. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, სასამართლოს არ ჰქონდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების გარემოება და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.​

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ მეწილე  გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს და რურუას გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


close დახურვა