logo
ENG



კახიძე დამკვირვებლის დაკავებაზე:ეს სიგნალია ჩვენი ხელისუფლებისთვის რომ გააქტიურდეს

25 ოქტ 201912:20
3 წუთის საკითხავი
 
g0ccot6cck4fsmy.jpg

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის ქმედებებს საპარლამენტო ოპოიციაში აკრიტიკებენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია და საქართველოს მთავრობამ დასავლეთთან ურთიერთობა უნდა გაააქტიუროს.

გუშინდელ ინციდენტს ოპოზიციაში აფასებენ, როგორც თავხედურ საქციელს მარიონეტული რეჟიმის მხრიდან და ისინი ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს სრულიად უპრინციპო პოლიტიკა, რომლის შედეგიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღესდღეობით არსებული სიტუაცია. 

"რუსეთის ფედერაციას უნდა მოსთხოვონ იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მან აიღო ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. არათუ დაკავება საოკუპაციო ხაზთან, არამედ დაუბრკოლებლად უნდა გადაადგილდებოდნენ მონიტორები. ეს სიგნალი არის საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც უნდა გაააქტიუროს თავისი მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე და ასევე არის ჩვენი პირდაპირი გზავნილი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მათაც მკვეთრი ნაბიჯები გადადგან დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთის ამგვარი ქმედებების შესაკავებლად," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე 24 ოქტომბერს პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს.

სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ის არეალი, სადაც მათი დამკვირვებელი დააკავეს, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა.

მათი განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ EUMM-მა მნიშვნელოვნად გააძლიერა პატრულირება, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე.

 


close დახურვა