logo
ENG



კახიძე მოსამართლეებზე:ოცნებამ შემოგვთავაზა არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური კადრები

29 ოქტ 201908:06
3 წუთის საკითხავი
 
sxs6e8134j7w4av.png

საკანონმდებლო ორგანოში  საშემოდგომო სესია იწყება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ტერიტორიული მთლიანობა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა იქნება. პლენარულ სხდომაზე დეპუტატები აქამდე მოსმენილ უვადო მოსამართლეობის კანდიდატებსაც შეაფასებენ. პარტია „ევროპული საქართველო“ მათ სამი კრიტერიუმით აფასებდა და წერდა ქულებს. ოთო კახიძე უმრავლესობას მოუწოდებს, მათი არჩევის პრინციპი მოქალაქეებისთვის ცნიბილი გახადოს.

„ქართული ოცნება" ცდილობს უზენაესი სასამართლო სრულად დააკომპლექტოს და ამისთვის შემოგვთავაზა ძირითადად არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური კადრები. ჩვენ შევაფასებთ განვლილ კანდიდატებს, მოსამართლეებს, ვისაც უზენაეს სასამართლოში უშვებს "ქართული ოცნება." ამავე დროს ევროპულ საქართველოს აქვს ქულების სისტემა და სწორედ ამ ქულებით ვიხელმძღვანელბთ ჩვენ ხმის მიცემის დროს, ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენ უმრავლესობას მათაც წარმოადგინონ როგორ აფასებენ ისინი ამა თუ იმ კანდიდატურას,“-განაცხადა კახიძემ.

სხდომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაც იქნება.  

 


close დახურვა