logo
ENG



კგბ-ს დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, საქართველო პუტინს ეხმარება, სანქციებს გვერდი აუაროს

07 მარ 202214:37
3 წუთის საკითხავი
 

კგბ-ს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, იური შვეცი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება პუტინს ეხმარება, სანქციებს გვერდი აუაროს. მისივე თქმით, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია აშშ.

შვეცი ირწმუნება, რომ გეგმის მიხედვით, თბილისი ერთ-ერთი ქალაქი იქნება პოსტ-საბჭოთა სივრციდან, რომელიც მოსკოვს საჰაერო გადაზიდვებისთვის დახმარებას შესთავაზებს.

სამხედრო ანალიტიკოსი და პუტინის თანაკურსელი ვრცლად განმარტავს ვიდეომიმართვაში, კონკრეტულად რას გულისხმობს ტვირთების პროცესში საქართველოს ჩართულობა.

"როგორც ცნობილი გახდა, მთელმა რიგმა ქვეყნებმა მათ შორის ახალმა დემოკრატიულმა რესპუბლიკებმა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, გამართეს საიდუმლო მოლაპარაკებები კრემლთან და დათანხმდენ, რომ დაეხმარონ მოსკოვს რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ამ ქვეყნებთან ერთად სახელდება ასევე თურქეთი და ირანი. ლაპარაკია იმაზე, რომ თბილისი გახდეს საჰარეო გადაზიდვების ჰაბი, რუსეთიდან სხვა ქვეყნებში და პირიქით.

იქ დასხდებიან დატვირთული რუსული თვითმფრინავები. იქ გადააკრავენ იარლიყებს და რუსეთში დამზადებულ საქონელს დააწერენ, რომ დამზადებულია საქართველოში. მაგალითად როგორც ბელერასის შემტვევაში, რომელიც გახდა ნავთებპროდუქტების მსხვილი მიმწოდებელი რუსეთსთვსი 2014 წელს.

მსგავსი ჩანაფიქრი აქვთ ამ შემთვევაშიც. ამ ქვეყნებში არის კორუპირებული რეჟიმები და ამ საქმეს დიდი ფულის სუნი აქვს და კრემლი მზად არის არის ამ ქვეყნებში ჩინოვნიკებს გადაუხადოს მილიარდები ამ სანქციების გვერდის ავლისთვის. ამის შესახებ იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ყურადღებით აკვირდება", - ამბობს ის. 


close დახურვა