logo
ENG



კევინ ჰარტმა ჰოლივუდის დიდების ხეივანში ხელებისა და ფეხების ნაკვალევი დატოვა

11 დეკ 201909:21
3 წუთის საკითხავი
 
fjz6qzz462ummjp.jpg

კევინ ჰარტმა ჰოლივუდის დიდების ხეივანში ხელებისა და ფეხების ნაკვალევი დატოვა. ცერემონია ჰოლივუდის ბულვარზე, ჩინური თეატრი „გრაუმანის" წინ გაიმართა. ღონისძიებაზე კომიკოსმა დვაინ ჯონსონთან და უილ ფარელთან ერთად იპოზიორა. რამდენიმე ფოტო გადაღო თავის ცოლთან ერთადაც. 40 წლის მსახიობი სამი თვის წინ ავტოავარიაში მოყვა.

სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ კი ფილმ „ჯუმანჯის" მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე ქვეყანას სტუმრობდა. ჰარტს პოპულარობა ისეთ ცნობილ ფილმებში მონაწილეობამ მოუტანა, როგორებიც „ფორსაჟი: ჰობსი და შოუ", „ჯუმანჯი 2" და „ძალიან საშიში კინო 3" არის.

 


close დახურვა