logo
ENG



კეზერაშვილი: ქვეყანაში იყო პრობლემები, სწრაფად მუშაობა მოგვიწია - სისწრაფეში იყო შეცდომებიც

02 აპრ 202321:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/02/5oprpxw4hk8mgd9.png
ფოტო: ფორმულა/დროება

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის დროს ქვეყნის ბიუჯეტი 500 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც მისივე თქმით, გახდა იმის მოტივი, რომ პარტიას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სწრაფად უნდა ემოქმედა.

როგორც კეზრაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში აღნიშნა, სწრაფად მუშობის შედეგად, ქვეყანაში ამოიძირკვა კონტრაბანდა და კორუფცია, ხოლო ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდა.

ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სისწრაფეში გარკვეულ შეცდომებსაც უშვებდნენ, თუმცა არ იცის, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი შეცდომების გარეშე შედეგის მიღწევა.

"როცა მოხდა ვარდების რევოლუცია საქართველოს ბიუჯეტი იყო დაახლოებით 500 მილიონი ლარი. ისიც ვერ სრულდებოდა ბოლომდე. მაგალითად რომ ავიღებით, თავდაცვის ბიუჯეტი იყო 60 მილიონი ლარი და მუდმივად ვერ სრულდებოდა. ეს იყო სახელმწიფოს ბიუჯეტი. დაახლოებით რომ ავიღოთ და გადავიყვანოთ ეს თანხა დოლარში, საშუალო ზომის ფეხბურთის კლუბის ბიუჯეტი იყო საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი. ქვეყანაში იყო ტოტალური კონტრაბანდა, ტოტალური კორუფცია და ამასთან იყო საჭირო ბრძოლა. ეს იყო რა თქმა უნდა რთული, იმიტომ რომ მთავარი გამოწვევა, რომელიც არსებობდა იყო დრო. ჩვენ არ გვქონდა ბევრი დრო. შედეგი უნდა დამდგარიყო მალე. იმასთან ერთად რომ ქვეყანას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, არ იყო შუქი, არ იყო გაზი - არაფერი არ იყო ქვეყანაში. შესაბამისად ჩვენ მოგვიწია მუშაობა სწრაფად და ამ სისწრაფეში იყო შეცდომებიც, მე ამას არ დავმალავ და არც ვაპირებ რომ დავმალო. ბუნებრივია, ხშირად იყო ზედმეტი მოჭერა, თუმცა შეიძლებოდა თუ არა ამის სხვანაირად გაკეთება - ვეჭვობ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებდით იმ შედეგს, რომელიც მივიღეთ და ეს შედეგი იყო, მე როცა წამოვედი ფინანსური პოლიციიდან და გადავედი თავდაცვის სამინისტროში ბიუჯეტი იყო 6-ჯერ მეტი... ჩვენ მივიღეთ ქვეყანა სადაც პრაქტიკულად არ იყო კონტრაბანდა, არ იყო კორუფცია", - აღნიშნა დავით კეზერაშვილმა.


close დახურვა