ვფიქრობ და ძალიან მტკივა გული, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ასეთი ცუდი არ ყოფილა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები, 90-იან წლებს თუ არ ჩავთვლით. ჩვენ ვხედავთ ქმედებებს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ვიზების გაუქმების თვალსაზრისით, დახმარების გაყინვა, კონგრესში შეტანილი კანონპროექტი, რომელიც დაავალებს სახელმწიფო დეპარტამენტს დაადგინონ ისეთი პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამერიკისგან საქართველოს დისტანცირებაში. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესების გატარებაა.
კელი: 90-იანების შემდეგ აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობები ასეთი ცუდი არ ყოფილა
12 ივლ 202422:28
3 წუთის საკითხავი