logo
ENG



კელი: ვფიქრობ, ვაშინგტონში მოხდება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის რეალური შეფასება

10 ნოე 202110:25
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეჭვებს აჩენს ქვეყნის მიერ გაცხადებული დასავლური კურსის შესახებ. 

იან კელი ფიქრობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს მხარდაჭერის საკითხი გადაფასდება.

"ვფიქრობ, ვაშინგტონში მოხდება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის რეალური შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და აგრესიის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის კუთხით მხარდაჭერა, გაჩნდება კითხვები მთავრობის მხარდაჭერის პირობითობაზე", - ამბობს იან კელი. 

ყოფილი ელჩი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე შეშფოთებას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ "საქართველოში განვითარებული მოვლენები აჩენს ეჭვებს იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის საბოლოო მიზანს".

"ჩემი აზრით, მათი ბევრი ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ნაციონალური მოძრაობის პროვოცირება რაიმე სახის ქმედებისკენ, რომლის შეჩერებაც ძალისმიერი მეთოდებით მოხდება. დასავლეთი უაღრესად შეშფოთებულია შექმნილი ვითარებისა და მთავრობის ზოგადი ტრაექტორიის გამო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ნაბიჯები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის განცხადებებს, რომ მათ სურთ ქვეყანა დასავლეთის ნაწილი გახდეს", - აღნიშნა იან კელიმ.


close დახურვა