logo
ENG



კელი დეგნანი: საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი არჩევნებში ჩარევას შეეცდება

31 აგვ 202015:33
3 წუთის საკითხავი
 
კელი დეგნანი: საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი არჩევნებში ჩარევას შეეცდება

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ამბობს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო რუსეთისგან ჩარევას უნდა ელოდოს. ამის შესახებ ელჩმა დღეს, 31 აგვისტოს, ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა.

"საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი ეცდება არჩევნებში ჩარევას. იგი მოაწყობს  დეზინფორმაციის კამპანიებს, გასწევს სხვა ისეთ ძალისხმევებს, რაც შეიძლება საერთოდ არ იყოს არჩევნებთან კავშირში.

აშშ-ის საელჩოსა და საერთაშორისო დონორებს აქვთ ცნობიერების ამაღლების ინიციატივები საზოგადოებისთვის, რათა ქართველებს შეეძლოთ ყალბი ამბების გადამოწმებული ინფორმაციისგან გარჩევა".

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა