logo
ENG



კელი კალაძეზე: საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით, მგონი, კისინჯერიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას

09 დეკ 202123:48
3 წუთის საკითხავი
 
კელი კალაძეზე: საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით, მგონი, კისინჯერიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას

"საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. მგონი, კისინჯერსაც კი ვერ წარმოედგინა ეს", - ასე აფასებს აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი კახა კალაძის განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე. 

დღეს, 9 დეკემბერს კახა კალაძემ ერიკა ოლსონის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ არ იცის ვინაა ერიკა ოლსონი და ინტერესდება, რა თანამდებობა აქვს მას.

"ვინაა, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო. არ ვიცი საერთოდ, რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ", - ამბობს კალაძე. 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა:

"ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები".

 


close დახურვა