logo
ENG



კელი მელიას საქმეზე: საქართველოს ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი დაყვება

16 თებ 202120:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/16/2ckxnyyqayd60xm.jpg

აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი პარლამენტის მიერ ენმ-ს თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი დაყვება.

16 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა  ნიკა მელიას უკვე მეორედ, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს 88 ხმით, 2-ის წინააღმდეგ. ამით მათ პროკურატურას უფლება მისცეს სასამართლოს მიმართოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისთვის. საგამოძიებო უწყებას სურს, სასამართლოს მელიას დაპატიმრება მოსთხოვოს. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა