logo
ENG



კელი სააკაშვილის სასამართლოზე: ეს არ ამყარებს ნდობას საქართველოს მთავრობისადმი

11 ნოე 202110:24
3 წუთის საკითხავი
 
primetimezone.com

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის 10 ნოემბერს გამართული სასამართლო პროცესი საქართველოს მთავრობისა და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას ვერ გაამყარებს.

იან კელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა არ იცავს ბრალდებულის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი სასამართლოზე.

"ეს არ არის გზა თქვენი მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად, თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ შესაძლებლობა დაიცვათ სასამართლო პროცესის ადგილი, ასევე არ ანიჭებთ პრიორიტეტს ბრალდებულის უფლებას - დაიცვას საკუთარი თავი ან შეხვდეს მბრალდებლებს " , - წერს იან კელი ტვიტერზე

მიხეილ სააკაშვილის გარეშე გამართულ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა კარლ ბილდტიც, მისი თქმით, აღმაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილისთვის უარის თქმა დასწრებოდა საკუთარ სასამართლოს და სტალინის საბჭოთა ეპოქაშიც კი, მოსკოვშიც არ მომხდარა მსგავსი რამ სასამართლოზე.

გუშინ, 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა. 

სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა იუსტიციის სამინისტომ. მათი განცხადებით, გადაყვანის დროს "შესაძლოა მომხდარიყო დესტრუქციული ქმედებები 500-600 მანქანის მონაწილეობით". 

საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Amnesty International განაცხადა, რომ ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება. 


close დახურვა