logo
ENG



კენკრის ჩავარდნილი ექსპორტი

13 ივლ 202220:37
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის არასტაბილური პოლიტიკური ბაზარი ამჯერად მძიმე პრობლემებს კენკრის მწარმოებლებს უქმნის. შესაძლოა ტონობით მოსავალი განადგურდეს. ქართული კენკრა ექსპორტზე ვერ გადის, გასულ წლებში კი კენკრის ერთადერთი ბაზარი რუსეთი იყო.  ახლა მოსკოვიდან თანხის გადმორიცხვის პრობლემაა და ექსპორტიც სრულად შეჩერდა. ირკვევა, რომ ევროპული ბაზარი გაცილებით მაღალ ხარისხს ითხოვს, სტანდარტის გაუმჯობესების ნაცვლად კი ხელისუფლებამ ფერმერებს რუსული ბაზრისკენ გზა გაუხსნა. ალტერნატიული საექსპორტო ბაზრების ძებნას მთავრობა ახლა იწყებს.


close დახურვა