logo
ENG



კეპულაძე ლარის გაუფასურებაზე: ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის საგარეო ვალის აღება

24 მარ 202012:59
3 წუთის საკითხავი
 

ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ისტორიულ მინიმუმზეა. დღეს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარის ღირებულება 3. ლარი და 23 თეთრია, ხოლო 1 ევროს 3 ლარად 45 თეთრად  შეიძენთ.

ექსერტების ნაწილი ამბობს, რომ მთავრობამ გეგმა უნდა შეიმუშავოს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ვითარებაში საგარეო ვალის აღება ერთადერთი სწორი გამოსავალია, იმისთვის, რომ ხელისუფლება დღეს ეკოკომიკაში არსებულ პრობლემებს გაუმკლავდეს.

„ვერ ვხედავ ვერანაირ აზრს ეროვნული ბანკის ჩარევის რეზერვების კუთხით, რადგან ეს არანაირ შედეგს არ გამიღებს, 60 მილიონის დახარჯვამ გვაჩვენა, რომ ეს უბრალოდ წყალში გადაყრილი თანხაა. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შემოგვთავაზოს მოკლევადიანი ასევე საშუალო ვადიანი და გრძელვადიანი გეგმა როგორ აპირებს დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას. ერთადერთი შემოდინების წყარო, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოკლევადიან პერიოდში გავზარდოთ მომდევნო 2 თვეში ეს არის უცხოური დახმარება და საგარეო ვალის აღება, სხვა წყაროების ზრდის საშუალება სამწუხაროდ დიდად არ ჩანს, ერთადერთი შეიძლება დოლარის გადინება შემცირდეს რაც გამოიხატება იმპორტის შემცირებაში“,-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

 


close დახურვა