logo
ENG



კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

17 ივლ 202018:11
3 წუთის საკითხავი
 
ef23c04u7bdztwi.jpg

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩი ისევ მაღალ დონეზე ჩაატარა – მისმა გუნდმა, ყაზანის „რუბინმა“ თავის მოედანზე „როსტოვი“ მიიღო და ქულა მოიპოვა – 0:0. 

„რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ზუკა დავითაშვილი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ყაზანელებმა შეტევები დავითაშვილის გამოჩენის შემდეგ გაამწვავეს.

„რუბინი“ – „როსტოვის“ მატჩის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. „რუბინის“ ქართველ ლეგიონერზე არჩევანი ტელეკომპანია „მატჩ პრემიერის“ ექსპერტმა, წარსულში ცნობილმა მოთამაშემ, იგორ გამულამ შეაჩერა.

29 ტურის შემდეგ, „რუბინი“ 35 ქულით მე -10 ადგილი დაიკავა და პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ბოლო ტურში ყაზანელები 22 ივლისს მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლებენ.


close დახურვა