logo
ENG



კვერცხების და ქათმის სროლა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მისამართით, ოცნების ხელწერად იქცა

06 დეკ 201919:46
3 წუთის საკითხავი
 
61j2hlnewtsx6ol.jpg

კვერცხებთან ერთად, ქათმის სროლა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მისამართით, ქართული ოცნების ხელწერად იქცა. ქუთაისში ჩასულ ოპოზიციის ლიდერებს, მათ მხარდამჭერებს და რიგით ქუთაისელებსაც ქართული ოცნების აქტივისტები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აგრესიით გამოირჩეოდნენ აქციაზე მისული ნიღბიანი პირებიც. 

ძალადობრივი ქმედებებით გამორჩეული ქართული ოცნების აქტივისტები პარტიის ოფისსაც ამაგრებდნენ და მედიას იქ შესვლის საშუალება არ მისცეს. ქუთაისში ხალხმრავალი აქციით ანტისამთავრობო მანიფესტაციებმა რეგიონული სახე მიიღო. ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნებისგან 2020 წელს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მორიგი აქცია-მსვლელობა ზუგდიდში იგეგმება. 

 


close დახურვა