logo
ENG



კვერცხის სროლისთვის დაკავებულ დიღმელაშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

10 მარ 202216:15
3 წუთის საკითხავი
 

სირცხვილიას წევრ შოთა დიღმელაშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ის 8 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან კვერცხის სროლის გამო დააკავეს.

დიღმელაშვილმა ამ ფორმით 7 მარტს აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება გააპროტესტა. 

პოლიციამ 7 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილების დაკავება მაშინ დაიწყო, როცა აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი წასული იყო. 

აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის. 


close დახურვა