კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადესის განცხადებით, თურქეთს სეპარატისტულ ჩრდილოეთზე სრული კონტროლის დამყარება სურს. ამასთან, ის ამბობს, რომ კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ გაეროში სარჩელს შეიტანს.
ანასტასიადესის თქმით, თურქეთის ახალი ფინანსური გარიგება და საჰაერო მიმოსვლის ცვლილებები ადასტურებს ანკარას სურვილს კვიპროსელი თურქები სრულად აკონტროლოს.
ანასტასიადესმა გაეროსადმი მიწერილ წერილში თქვა, რომ ის ასევე თურქეთის ნაბიჯს გააპროტესტებს, კვიპროსელი თურქების მთავარი აეროპორტის შიდა ფრენის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც მისი აზრით, მას ფაქტობრივად თურქულ აეროპორტად გადააქცევს.
"გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აეროპორტთან დაკავშირებით საჩივარს შევიტან, რომელიც არსებითად თურქულ აეროპორტად განიხილება," - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.