ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ფორმულას ეუბნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ნახსენები ამბავი ქართუდან მის წასვლაზე სიმართლე არ არის.
"ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ისტორიის დამახინჯება". - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა წერილობით კომენტარში.
ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ქართუში "იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ "ქართუც" კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია".
პრემიერმინისტრი დღეს, 12 ივლისს დასავლეთის და საზოგადოების მხრიდან დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას ვრცელი წერილით გამოეხმაურა, გამოექომაგა ბიძინა ივანიშვილს და კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს.