დღეს საღამოს გახდება ცნობილი აქვთ თუ არა კორონავირუსი ინფექციურ საავადმყოფოში დარჩენილ პაციენტებს. ამჟამად ბოქსირებულ განყოფილებაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ამჟამად ორი ქალი იმყოფება, რომლებიც ჩინეთში ცხოვრობდნენ. მათ ტემპერატურა აეროპორტში არ დაუფიქსირდათ, თუმცა კლინიკას თავისი სურვილით შემდგომ მიაკითხეს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, ჯერჯერობით ორი ქალიდან ანალიზი მხოლოდ ერთს ჩაუტარდა.
"როტერდამიდან ჩამოვიდა ორი ადამიანის ანალიზის პასუხი და ორივეს უარყოფითი შედეგი დაუფიქსირდა. რაც შეეხება ორ ქალბატონს, რომელიც ახლა იმყოფება კლინიკაში, ერთს აუღეს ანალიზი და მეორე უფრო გვიან შემოვიდა კლინიკაში, ამიტომ ჯერ არ აუღიათ",-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ პაციენტებს, რომლებიც მანამდე ინფექციურში ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. ეპიდემიის დიაგნოსტიკა კი უკვე საქართველოშიც შესაძლებელია.