logo
ENG



კვლევა: 73% აზრით, თუ კანონი მიიღეს, ეს შეასუსტებს საქართველოს EU-ში გაწევრიანების შანსებს

14 მაი 202418:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/sbop8ft9j5xzd4u.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ თუ კანონი მიიღეს, ეს შეასუსტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს, ხოლო 27%-ს აზრით, კანონი გააძლიერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.

ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:

***

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.


close დახურვა