logo
ENG



კვლევა: ოცნება VS ოპოზიციური პარტიები - რომელი უკეთ გაუმკლავდება სხვადასხვა გამოწვევას

28 სექ 202317:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/kzvx6fdbfyt2rw8.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ოპოზიციური პარტიები უკეთ გაუმკლავდებიან უკრაინის მხარდაჭერას, კრიმინალს, ევროკავშირში გაწევრიანებას, რუსების მიგრაციას საქართველოში.

კითხვაზე, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელს მიიჩნევთ, რომ უკეთესად გაუმკლავდება, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • უკრაინის მხარდაჭერა - ოპოზიცია 53%, ქართული ოცნება 47%
  • კრიმინალი -  ოპოზიცია 52%, ქართული ოცნება 48%
  • ევროინტეგრაცია - ოპოზიცია 52%, ქართული ოცნება 48%
  • რუსების მიგრაცია საქართველოში - ოპოზიცია 51%, ქართული ოცნება 49%
  • მაღალი ფასები - ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
  • უმუშევრობა - ოპოზიცია 47%, ქართული ოცნება 53%
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ოპოზიცია 47%, ქართული ოცნება 53%
  • განათლება - ოპოზიცია 46%, ქართული ოცნება 54%
  • კლიმატის ცვლილება - ოპოზიცია 45%, ქართული ოცნება 55%
  • ჯანდაცვა - ოპოზიცია 43%, ქართული ოცნება 57%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.


close დახურვა