logo
ENG



კვლევამ აჩვენა, რომ იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და პლურალიზმი - დეკანოიძე

17 ივლ 202022:19
3 წუთის საკითხავი
 

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ Edison Research-ის წინასაარჩევნო კვლევები ცხადყოფს, თუ რამდენად პლურალისტული იქნება 2020 წელს არჩეული პარლამენტი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩეველს უნდა მრავალფეროვანი, პლურალისტული პარლამენტი და ოპოზიციამ უნდა აჩვენოს ამომრჩეველს, როგორი სახელმწიფოს აშენებას აპირებს.

„ქართული ოცნების“ ადგილას ვერ ვიქნებოდი რიხიანი და ომახიანი. კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიცია უსწრებს ერთიანად. დიდი დროა არჩევნებამდე და ვერაფერი გააკეთეს ეკონომიკური კუთხით. ამ კვლევამ აჩვენა, რომ იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და პლურალიზმი.

საინტერესოა მელიას და ხოშტარიას მონაცემები. მელია არის ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე - მისი დიდი ფორა აჩვენებს იმას, რომ ადამიანები არა მხოლოდ მზად არიან, რომ შეიცვალოს მდგომარეობა, მზად არიან მხარი დაუჭირონ ოპოზიციას. იგივე ელენესთან დაკავშირებით.

ეს არის მიბმული იმასთან, როგორი იყო კვლევის მეორე ნაწილი: ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, კორუფცია, მართლმსაჯულების პრობლემები. ამას ვუყურებ, როგორც გამოწვევას ოპოზიციისთვის.

ჩვენი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ ამომრჩეველი, მათ შორის გადაუწყვეტელიც, რომელიც ხშირად ოპოზიციურია - უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ოლიგარქიული რეჟიმი არის ცუდი და უნდა მივიტანოთ ადამიანებთან გზავნილი, როგორი სახელმწიფოს მშენებლობას ვაპირებთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

Edison Research-ის კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.

დაწვრილებით კვლევის შედეგები იხილეთ აქ.


close დახურვა