logo
ENG



კვლევის შედეგებით უკმაყოფილო ოცნება კომპანიას შედეგების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს

10 მარ 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

ედისონ რისერჩისა“ და „ფორმულას“ კვლევების მიხედვით, ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას 53% იანი მხარდაჭერა ექნება არჩევნებზე. მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილის პარტიის მაჩვენებელი 40 პროცენტია. ასევე დიდია მათი რიცხვი, ვინც მზად არის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმა მისი რჩეულის გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიას მისცეს.

ამ მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შანსი მაღალი აქვთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მყოფ ოპოზიციურ პარტიებს.

კიდევ ერთი სურათი, რომლისთვის თვალის გასწორება, როგორც ჩანს, მმართველ გუნდს არ სურს, ასეთია, - არჩევნებზე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიდის, მათი 73% კი ქვეყნის განვითარებით უკმაყოფილოა.

„ქართული ოცნება“ ტელეკომპანია „ფორმულას“ ამ მონაცემების გამო საზოგადოების განწყობების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩი“ საზოგადოებრივი განწყობების ექვს კვლევასა და ეგზიტპოლის ჩაატარებს - აქედან ორი კვლევის შედეგები უკვე ცნობილია. 


close დახურვა