logo
ENG



კიდევ 3 მარშრუტი, რომლებზეც 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

28 თებ 202413:19
3 წუთის საკითხავი
clock 4417
2024/02/28/h5qaj44nl18hvnl.jpeg

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, 2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე: N301, N308 და N314.

"160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით", - თქვა კალაძემ.

18-მეტრიანი ავტობუსი ამჟამად 302 ნომერზე მოძრაობს.


close დახურვა