logo
ENG



კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში - დრონით თავდასხმა მოხდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე

20 აგვ 202212:39
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები გრძელდება.

დღეს, 20 აგვისტოს დილას, უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა მოხდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სევასტოპოლში.

ტვიტერზე გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს კვალმი შტაბ-ბინის თავზე. 

ოკუპირებული ყირიმის მარიონეტი გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, მოგვიანებით დრონი სწორედ ამ შენობის თავზე ჩამოაგდეს და ცეცხლი სწორედ მას გაუჩნდა. 


close დახურვა