კიდევ ერთი საქმე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სტრასბურგში მიდის. რამაზ ბეღელური და მისი ოჯახი სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან - საქართველოს მოქალაქეს ოკუპირებულ ცხინვალში ტყვეობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ოჯახი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ითხოვს. ხელისუფლებისგან უყურადღებობაზე საუბრობს ტყვეობაში დარჩენილი ზაზა გახელაძის ოჯახიც.