დღეს თითქმის ყველა ოპოზიციური სპექტრი კვლავ შეიკრიბა "ლეიბორისტულ პარტიაში" და მიმდინარე პოლიტიკურ გეგმებზე იმსჯელა. რა იყო ამჯერად სიახლე და რით განსხვავდება დღევანდელი შეხვედრა წინისგან, სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".
"ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრიდან სიახლეა ის, რომ კიდევ უფრო შედუღაბდა პარტიები ერთმანეთთან და კიდევ უფრო ახლოვდება ჩვენი პოზიციები. პირველ შეხვედრაზე მძიმე და დაძაბული ატმოსფერო იყო. ადამიანები არც კი მიესალმნენ ერთმანეთს და დღეს უკვე დიდი განსხვავება იყო თუნდაც ურთიერთობებში. ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ვთანხმდებით იმაზე, რაზეც თანხმდება მთელი საზოგადოება - რომ არსებული ოლიგარქიული წყობა შესაცვლელია. ვთანხმდებით, რომ უნდა მოვიპოვოთ თამაშის წესები და ამის შემდეგ კვლავ დავუბრუნდეთ პაექრობას. როცა არის საერთო ენა, ეს წაადგება ქვეყანას. როცა პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ნორმალიზდეს ურთიერთობა, ეს რისკებს ამცირებს ხელისუფლებაში მოსვლის დროს რაიმე ძალადობრივი საფუძვლებისა", - აღნიშნა მელიამ.