ნასაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ის ალადაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ბედელია აცხადებს, პაციენტი ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს.
„პაციენტს აღენიშნება ორივე კიდურის მოტეხილობა და ფილტვის დაბეჟილობა. მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ოპერაციულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. გრძელდება ინტენციური მონიტორინგი და მკურნალობა“, - აცხადებს ლევან ბედელია.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, სანაპიროზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 2 ადამიანი იჯდა, ხეს დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანა ინერციით მეორე ავტომობილს შეეჯახა, თუმცა მისი მძღოლი არ დაშავებულა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.