logo
ENG



კიევ-პეჩერის ლავრაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა

22 ნოე 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock 501
2022/11/22/c55ersbrjzdvtd3.jpg

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩერის ლავრაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ტერიტორია შემოსაზღვრულია და სამართალდამცავები ჩხრეკას აწარმოებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ "უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ" სისტემური მუშაობის ფარგლებში ლავრაში "კონტრდაზვერვით სამუშაოებს" ატარებენ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეს ღონისძიებები ტარდება, რათა არ დაუშვან დივერსიული ჯგუფების იმერ შენობის გამოყენება, დაიცვან მოსახლეობა პროვოკაციებისგან და ტერაქტებისგან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ამოწმებენ ლავრის შენობას და ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ტერიტორიაზე.

15 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსული აგრესიის გამართლების მუხლით საქმე აღძრა იმ სიმღერის გამო, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრის მრევლმა შეასრულა. სიმღერაში ნახსენებია "დედა - რუსეთი". სიმღერის შესრულების ვიდეო მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა, მიხაილ ემელიანმა გაასაჯაროვა.


close დახურვა